• формат pdf
  • размер 21,96 МБ
  • добавлен 14 февраля 2013 г.
ჯ.რ.რ ტოლკინი. ჰობიტი / Толкин Дж.Р.Р. Хоббит, или Туда и Обратно
Tbilisi: Karasashvilli Publishers , 2001. — 270 стр.
На грузинском языке.
"ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ, ან როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, „ჰობიტი — ფენტეზის ჟანრის რომანი[ და საბავშვო წიგნი, რომლის ავტორია ჯ.რ.რ. ტოლკინი. რომანის თხრობა მიმდინარეობს ზღაპრის სტილში, გამოიყენება ძველი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფრაგმენტები. წიგნი პირველად გამოიცა 1937 წლის 21 სექტემბერს და დადებითი შეფასება მიიღო. იგი ნომინირებული იყო კარნეგის მედალზე და მიიღო გამოცემის New York Herald Tribune პრიზი წლის საყმაწვილო ნაწარმოებისათვის. უფრო მოგვიანებით, გამოკითხვაში საუკუნის წიგნები ბავშვებისათვის იგი დაასახელეს ყველაზე აუცილებელ წიგნად, რომელიც ადამიანმა შეიძლება ღრმა სიბერემდეც იკითხოს.
„ჰობიტში მოქმედება მიმდინარეობს „ჯადოსნური ძალების ამ ქვეყნიდან გაქრობისა და ადამიანების დომინირების ეპოქებს შორის.მასში მოთხრობილია სახლში ჯდომის მოყვარული ბილბო ბეგინსის ჯუჯებთან ერთად მოგზაურობის ისტორია. მოგზაურობისას იგი ხვდება ჯადოსნურ და ყველაზე საშიშ ადგილებში – ერთ-ერთი ასეთი არის შეხვედრა არსება გოლუმთან. ამ შეხვედრისას ბილბო პოულობს გოლუმის ბეჭედს, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდება – მას შეუძლია ნებისმიერი არსების გაქრობა, საკმარისია მხოლოდ მისი თითზე გაკეთება. წიგნის დასასრულს, ბილბო ბრუნდება შინ, ჰობიტონში, მაგრამ ბეჭედი მოგვიანებით დამოუკიდებელ როლს თამაშობს, ტოლკინის შემდეგ წიგნში, „ბეჭდების მბრძანებელი.
"